ფეხბურთი

16:45 | 2.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

უსმან დემბელეს ტრავმის დიაგნოზი ცნობილია

"პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი უსმან დემბელე ტრავმირებულია, ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

ფრანგმა ფეხბურთელმა "არსენალთან" გამართულ მატჩში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც 70-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა. ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით დემბელეს მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა აღენიშნება, რის გამოც ლიგა 1-ის მომდევნო ტურის მატჩს "სტრასბურგის" წინააღმდეგ გამოტოვებს.

როგორც მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ განაცხადა, ფრანგი ფეხბურთელის დაბრუნებას "არსენალთან" განმეორებით მატჩში ვარაუდობენ.

დემბელე მიმდინარე წელს პარიზული კლუბის ლიდერად იქცა, მას ყველა ტურნირის გათვალისწინებით 45 მატჩში 33 გოლი და 12 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

"პარი სენ-ჟერმენისა" და " სტრასბურგის" შეხვედრა ხვალ 3 მაისს 19:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.08738