„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ პაუზას აიღებს, თუმცა ახლა არ იცის, დაასრულებს თუ არა, კარიერას.
„სიტისთან“ ჩემი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გავჩერდები. ამაში დარწმუნებული ვარ, არ ვიცი კარიერას დავასრულებ თუ არა, მაგრამ პაუზა უნდა ავიღო.
ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ სხვების მოგონებებზე ფიქრით. როდესაც ვკვდებით, ორი-სამი დღე იტირებენ და სწრაფად გვივიწყებენ. არ ვიცი, როგორ მინდა, რომ დამიმახსოვრონ. მინდა, რომ ხალხმა ისე დამიმახსოვროს, როგორც სურს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ „ბარსელონას“, „ბაიერნის“ და „სიტის“ გულშემატკივრებს ჩემი გუნდების ყურება მოსწონდათ“, - თქვა პეპმა.
შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლა „ბარსელონაში“ 2008-2012 წლებში, „ბაიერნში“ 2013-2016 წლებში, ხოლო „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან მუშაობს. მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.