საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერმა „იბერიამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. ამრიგად, ლევან კორღალიძის გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რის შემდგომაც სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო წინ გაიჭრა. აღსანიშნავია, რომ „იბერიას“ 12 ტურში სულ რაღაც 3 გოლი აქვს გაშვებული. გარდა ამისა, გუნდი ამ სეზონში დაუმარცხებელია, გასულ სეზონსაც თუ დავუმატებთ, 24-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
„იბერია“ 30 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება. „დილას“ აქტივში 23 ქულაა, რითაც მეორეა და მომდევნო მატჩს „ტორპედოსთან“ გამართავს.