ფეხბურთი

0:50 | 3.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ერთთვიანი პაუზის შემდეგ ბუდუ ზივზივაძე დაბრუნდა, "ჰაიდენჰაიმი" "ბოხუმს" დაუზავდა

გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ შინ „ბოხუმს“ დაუზავდა, ქართველი ფეხბურთელი კი, ერთთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა.

მატჩი დაძაბული გამოდგა, სასწორზე ორივე გუნდისთვის ბევრი რამ იდო, საბოლოოდ, საგოლე მომენტების მიუხედავად, გოლი არ გასულა - 0:0.

ზივზივაძე მე-80 წუთზე შევიდა მოედანზე და თითქმის 25 წუთი ითამაშა, რადგან მატჩს 14 წუთი დაემატა. ასეთი ხანგრძლივი დროის კომპენსირების მიზეზი კი, ისაა, რომ „ჰაიდენჰაიმის“ მეკარე კევინ მიულერი გაითიშა თავში უმძიმესი დარტყმის მიღების შედეგად და მატჩი გარკვეული პერიოდით შეწყვეტილი იყო.

ბუდუ ზივზივაძემ 29 მარტის შემდეგ პირველად ითამაშა. მას ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ჰაიდენჰაიმი“ 26 ქულით მე-16 ადგილზეა, პლეი-აუტის ზონაში და სავარაუდოდ, იქვე დარჩება, შესაბამისად, მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან ორმატჩიან პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა. „ჰაიდენჰაიმი“ სამშვიდობო ზონას 4 ქულით ჩამორჩება, თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული, ვიდრე კონკურენტ „ჰოფენჰაიმს“, ხოლო გასავარდნ ზონაში მყოფ „ჰოლშტაინ კილს“ 4 ქულით უსწრებს, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

მომდევნო ტურში ფრანკ შმიდტის გუნდი 10 მაისს, ბერლინში, „უნიონს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.085343