საფრანგეთის ლიგა 1-ში საფეხბურთო კლუბი „პარიზი“ აღზევდა, რომელმაც ელიტაში გადასვლა სეზონის ბოლოსწინა ტურში გაინაღდა.
„პარიზი“ „მარტიჟეს“ სტუმრად 1:1 დაუზავდა, 66 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი გაინაღდა, რითაც ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა.
ასე რომ, მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში პარიზული დერბი იქნება: „პარი სენ-ჟერმენი“ – „პარიზი“. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების სტადიონები გვერდი-გვერდ მდებარეობს, რამდენიმე მეტრში.
აქვე გეტყვით, რომ „პარიზის“ გარდა, ლიგა 1-ში „ლორიენი“ გადავიდა, ხოლო მესამე გუნდის ვინაობა პლეი-ოფით გაირკვევა. ლიგა 1-დან ამისთვის იბრძვიან „მეცი“ „დიუნკერი“, „გენგამი“ და „ლავალი“. ერთ-ერთი მათგანი ლიგა 1-ის ბოლოდან მესამეადგილოსანს შეხვდება.