„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა „ვულვზთან“ მატჩისა (1:0) და გამარჯვების გოლის შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ჯერ არ იცის, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში, მაგრამ აჩვენა, რომ ასეთ დონეზე თამაში ისევ შეუძლია:
„უბრალოდ ვცდილობ, რაც შეიძლება კარგი ფეხბურთი ვითამაშო. ვიცი, რომ „ეტიჰადზე“ ერთი თამაში დამრჩა, მაგრამ ვცდილობ ჩემი საქმე ისე გავაკეთო, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი და დღესაც ასე მოვიქეცი, ამით ვამაყობ.
სამწუხაროდ, ჩემი მომავალი არ ვიცი. ვფიქრობ, დავამტკიცე, რომ ამ დონეზე თამაში ჯერ კიდევ შემიძლია“, - თქვა დე ბრუინმა.
შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი სეზონის ბოლოს "მანჩესტერ სიტის" დატოვებს, ბელგიელს ბოლო დროს ამერიკულ "ჩიკაგო ფაირს" უკავშირებენ.