„ტორინოს“ მთავარი მწვრთნელი პაოლო ვანოლი „ვენეციასთან“ მატჩის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა.
76-ე წუთი იყო, როცა მოულოდნელად სათადარიგო სკამთან მდგომი ვანოლი დაეცა - მან გონება დაკარგა. რა თქმა უნდა, ყველა შიშმა მოიცვა, მაგრამ იტალიელი სპეციალისტი მალევე გონზე მოვიდა, მეტიც, მან თამაშის ყურება და გუნდის ხელმძღვანელობა ჩვეულებისამებრ გააგრძელა.
მატჩის შემდეგ „ტორინოს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვანოლი თავს კარგად გრძნობს: „მწვრთნელი კარგადაა, ყველა ტესტი ჩაუტარდა, ექიმებმა უკვე მოგვცეს გარანტიები, ყველაფერი კარგადაა“.
აქვე გეტყვით, რომ „ვენეციასა“ და „ტორინოს“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.