"ფიორენტინას" ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ "ბეტისთან" კონფერენს ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (2:1) კომენტარი ანტონის გატანილ გოლზე გააკეთა, მისი თქმით "მანჩესტერში" ყოფნის დროს, ალბათ 1000-ჯერ მაინც უვარჯიშია ბრაზილიელთან ერთად, მაგრამ მას მარჯვენა ფეხით არასდროს გაუტანია.
"ერთად ალბათ 1000-ჯერ მაინც გვივარჯიშია, თუმცა მარჯვენა ფეხით ანტონის არასდროს გაუტანია. მისი დარტყმული კარგად ვერ დავინახე, რადგან მცველები მეფარებოდნენ, უნდა აღვნიშნო რომ დარტყმა იდეალური გამოვიდა. ანტონის გამო ბედნიერი ვარ, რადგან მანჩესტერში რთული პერიოდი გამოიარა, ახლა ის თავდაჯერებულია და ყველაფერი გამოსდის." - განაცხადა დე ხეამ.
კონფერენს ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ბეტისმა" საკუთარ მოედანზე "ფიორენტინა" 2:1 დაამარცხა, მასპინძელთა მხრიდან ანგარიში ელზალზულმა გახსნა, მეორე გოლი კი, ანტონის ანგარიშზეა, რომელმაც მარჯვენა ფეხით შორიდან გაისროლა. გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 8 მაისს გაიმართება.