სხვა

13:00 | 3.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მეხუთე მატჩშიც მოიგო და A ჯგუფში ითამაშებს (+VIDEO)

ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ყველა შეხვედრა მოიგო და A ჯგუფში ითამაშებს.

ბოლო შეხვედრაში ქართველებმა ტაილანდის ნაკრები 15:1 გაანადგურეს. შეხვედრაში საუკეთესო არტიომ კოზიულინი 3 გოლით დაასახელეს, დარჩენილი გოლები კი დანილ დავიდოვმა - 4, ტიმურ ბეშაროვმა -2, კონსტატინ გავრილენკომ, დანილ მეტლიუკმა, მაკარ ნიკიშინინმა, ალექსანდრ კირეევმა, ივან შვეცოვმა, და ბორის კოჩკინმა გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ისლანდიას 4:0 მოუგო, მეორე ტურში ტურნირის მასპინძელი ახალი ზელანდიის ნაკრები 5:0 დაამარცხა, მესამე ტურში ბულგარეთის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 8:7 აჯობა, ხოლო მეოთხე მატჩში ქართველებმა ჩინური ტაიპიეს ნაკრები 3:1 დაამარცხეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171914