ფეხბურთი

14:52 | 3.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ საუდგეიტი: "კვარაცხელია მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის არის"

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა გარეთ საუდგეიტმა ბრიტანულ გამოცემა Mrorror-თან საუბრისას, კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა. ინგლისელი სპეციალისტის თქმით, ქართველი ფეხბურთელი ამ დროისთვის მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის არის.

"ხვიჩა კვარაცხელიას, რომ ვუყურებ მახსენდება ჯორჯ ბესტის თამაში. იგივე მანერა, იგივე სისწრაფე და ორივე ფეხით თამაში. არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ კვარაცხელია ამ დროისთვის მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის არის. ვფიქრობ, პსჟ-ში გადასვლამ მისი თამაში კიდევ უფრო შორს წაიყვანა, ქართველი ფეხბურთელი ყოველთვის ვითარდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ორივე ფეხით თამაში შეუძლია, ეს ყველაფერი მცველებს უფრო მეტ საფიქრალს უჩენს." - განაცხადა საუდგეიტმა.

ცნობისთვის, პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩი სტუმრად "არსენალი" 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი უსმან დემბელეს ანგარიშზეა, რომელმაც სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით ისარგებლა.

ქართველ შემტევს პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 7 მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095056