ფეხბურთი

16:03 | 3.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრედლი ბარკოლამ ზაფხულში შესაძლოა პსჟ დატოვოს

მას შემდეგ, რაც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა, ბრედლი ბარკოლას სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ფრანგმა ფეხბურთელმა ეტაპობრივად ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რაც ძალიან არ მოსწონს და თუ სიტუაცია არ შეიცვლება ზაფხულში კლუბის დატოვება სურს.


ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equpe-ი ავრცელებს. ავტორიტეტული გამოცემა შემდეგ რამეს წერს:

"მიუხედავად იმისა, რომ ბარკოლამ პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერმა მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ის ჯერაც ვერ ხვდება, თუ რატომ იყიდა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი. ზაფხულში პარიზული კლუბი თავდამსხმელის შეძენას გეგმავს, რაც ბარკოლას ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსებს უფრო ამცირებს. დიდია შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელმა მომდევნო სეზონში ადგილსამყოფელი შეიცვალოს." -წერს ფრანგული გამოცემა.

ბრედლი ბარკოლა "ლიონის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია პსჟ-ში 2023 წლიდან ირიცხება. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 52 მატჩში 18 გოლი და 17 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161727