საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "დინამო თბილისმა" საკუთარ მოედანზე "ფოთის კოლხეთს" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.
მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა მალევე მოახერხეს, მე-12 წუთზე თავი მათე ვაწაძემ გამოიჩინა. მეორე გოლის გატანა თბილისელებმა 3 წუთში შეძლეს, ამჯერად გოლის გატანა გვილიას პასით თორნიკე მორჩილაძემ შეძლო. "დინამომ" შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე დააფიქსირა, გოლი ლომინაძის ანგარიშზეა.
კაკაშვილის გუნდისთვის ეს გამარჯვება მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხეა, ჯამში კი "დინამოს" 19 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება "ფოთის კოლხეთს", 11 ქულა აქვთ და მე-7 ადგილზე იმყოფებიან.
შემდეგ შეხვედრას "დინამო თბილისი" 8 მაისს საკუთარ მოედანზე "თელავის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო "ფოთის კოლხეთი" სტუმრად "გარეჯს" ესტუმრება.