გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩში "ლაიფციგმა" საკუტარ მოედანზე "ბაიერნს" უმასპინძლა, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ ფრედ 3:3 მორჩა.
მატჩი იმით გამოირჩეოდა, რომ "ბაიერნს" მოგების შემთხვევაში შეეძლო ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონობა გაენაღდებინა.
მატჩი მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და 2:0 იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში კომპანის შეგირდებმა დააქამბექეს და ბოლო წუთამდე 3:2 იგებდნენ, რა დროსაც პოულსენმა ბოლო წუთზე გაიტანა და "რეკორდმაისტერებს" ჩემპიონობა ხელიდან გამოაცალა.
"ბაიერნს" 32 ტურის შემდეგ 76 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "ლევერკუზენს" 9 ქულა აქვს.