ფეხბურთი

20:57 | 3.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ლიგა 1-ში მეორედ დამარცხდა. კვარაცხელია სათადარიგო იყო

ფრანგული პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლიგა 1-ის 32-ე ტურის მატჩში „სტრასბურგის“ წინააღმდეგ თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში 2006 წელს ან უფრო ახალგაზრდა დაბადებული ოთხი ფეხბურთელი შეიყვანა.

პარიზელების სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ ნახევარმცველები უორენ ზაირ-ემერი და სენი მაიულუ (ორივე დაბადებულია 2006 წელს), ნახევარმცველი აქსელ ტაპ-კობრისა (დაბადებული 2007 წელს) და თავდამსხმელი იბრაჰიმ მბაიე (დაბადებული 2008 წელს). ამრიგად, პსჟ გახდა პირველი კლუბი ტოპ 5 ევროპულ ლიგაში, რომელსაც სასტარტო შემადგენლობაში ამდენი 2006 წელს ან უფრო ახალგაზრდა დაბადებული ფეხბურთელი ათამაშა.

პსჟ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა. მე-20 წუთზე ბურთი საკუთარ კარში ლუკას ერნანდესმა გაიტანა და მასპინძლები დაწინაურდნენ. 45+3 წუთზე ფელიქს ლამარშალმა მეორედ აიღო სტუმართა კარი.

მეორე ტაიმის დასაწისში კი ბარკოლამ ეფექტური გარღვევით ერთი საპასუხო გოლი შეაგდო. ბრედლიმ დაახლოებით 50 მეტრი ირბინა ბურთიანად და იოლად აჯობა მეკარე ჯორჯე პეტროვიჩს.

საბოლოოდ „სტრასბურმა“ 2:1 გაიმარჯვა. ხვიჩა კვარცხელია სათადარიგო გახლდათ, ისევე, როგორც პარიზელთა ძირითადი შემადგენლობის უმეტესობა. ეს აც არის გასაკვირი, პარიზელებს ხომ მომავალ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ურთულესსი მატჩი ელით „არსენალთან.“

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092943