დღეს, 3 მაისს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ოთხი შეხვდრა იმართება. ორი უკვე დასრულდა. „დინამომ“ 3:0 მოუგო „კოლხეთს“, „გარეჯმა“ კი გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვა - 2:1 დაამარცხა „სამგურალი.“
ანგარიში მე-14 წუთზე გარეჯელთა კამერუნელმა ფრანსუა ეკონგოლომ გახსნა. 63-ზე გიორგი ფანცულაიამ გაათანაბრა, თუმცა თითქმის მაშინვე მასპინძელთა კაპიტანმა, ლევან პაპავამ მეორე გოლი შეაგდო, რომელიც საბოლოოდ გამარჯვებისა აღმოჩნდა. ეს გარეჯელთა მეორე გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში.
ახლა „გარეჯს“ 9 ქულა მოუგროვდა, თუმცა ისევ ბოლო, მე-10 ადგილზე რჩება.
12-ქულიანი „სამგურალი“ კი მე-5 ადგილზე დგას.