პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩში „ლესტერმა“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა (გოლები: ვარდი, აიუ), რაც იმას ნიშნავს, რომ „საუთჰემპტონი“ ცხრილში ბოლო ადგილიდან ვეღარ ამაღლდება.
ამრიგად, ეს „წმინდანების“ ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როდესაც ისინი პრემიერლიგის სეზონს ბოლო ადგილზე ასრულებენ. ისტორიაში არცერთ გუნდს ეს ასე ხშირად არ შემთხვევია.
ამჟამად, „საუთჰემპტონს“ 35 მატჩის შემდეგ მხოლოდ 11 ქულა აქვს. „ლესტერს,“ რომელიც ერთი ხაზით ზემოთაა, 10 ქულით მეტი აქვს. გასავარდნ ზონაში მესამე გუნდმა, „იფსვიჩმა,“ ასევე დაკარგა ელიტაში დარჩენის შანსი.