ფეხბურთი

23:32 | 3.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ტორპედომ“ „თელავს“ სტუმრად სძლია

დღეს, 3 მაისს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. „დინამომ“ „კოლხეთს“ 3:0 მოუგო, „გარეჯმა“ – „სამგურალს“ – 2:1. ახლა ორიოდ სიტყვა დღის გვიან შეხვედრებზე ვთქვათ.

„ტორპედომ“ „კავკასიონ არენაზე“ კერკეტ „თელავს“ 1:3 მოუგო. ქუთაისელთაგან თავი: ბიორნ იონსენმა (55-ე წთ), მერაბ გიგაურმა (64) და პაატა ღუდუშაურმა (66) გამოიჩინეს. თელაველთაგან - ტატო ჟივიძემ (77). ამ გამარჯვების შემდეგ „ტორპედომ“ 15 ქულა მოაგროვა, სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით აიწია და მე-5 ადგილზე დგას. 11-ქულიანი „თელავი“ კი მე-9 ადგილზეა.

„გაგრა“ „ბათუმს“ 90-ე წუთამდე უგებდა ბრაზილიელი პედრო ბორჟესის გოლით, თუმცა ბათუელებს მშველელად ისევ ჯალენ ბლესა მოევლინა, სწორედ ესპანელმა მოახერხა ბოლო წუთზე ანგაიშის გათანაბრება - 1:1.

ამრიგად, მე-12 ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი ისევ „იბერიაა“ (30 ქულა), „ბათუმს“ 24 ქულა აქვს და მეორე საფეხურზე დგას, 23-ქულიანი „დილა“ კი სამეულს ასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094301