ფეხბურთი

1:04 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის შესანიშნავმა გოლმა "სენტ ეტიენი" "მონაკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ დამარცხდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

65-ე წუთზე, როცა „სენტ ეტიენი“ 0:1 მარცხდებოდა, საჯარიმოს მისადგომებიდან ზურიკომ უძლიერესად და უზუსტესად დაარტყა - მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა და შანსი არ დაუტოვა. ეს მისი ზედიზედ მეორე გოლია ლიგა 1-ში, მთლიანობაში კი მეცხრე.

„სენტ ეტიენმა“ შემდეგ ორი გოლი გაუშვა და 1:3 წააგო. ერიკ ჰორნელანის გუნდს ლიგა 2-სკენ აქვს დიდი ნაბიჯი გადადგმული...

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო შვიდჯერ საგოლე პასი მიითვალა, ერთხელ პენალტიც მოიპოვა.

„სენტ ეტიენი“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 27 ქულით გასავარდნ ზონაშია, ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე, მომდევნო ტურში კი, 10 მაისს, სტუმრად „რეიმსს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098757