ფეხბურთი

1:57 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე „ნაპოლის“ შესაძლო ჩემპიონობაზე: „ბოლო დღეს ტიტულები მომიგია და წამიგია“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ლეჩესთან“ სტუმრად (1:0) გამარჯვების შემდეგ თავისი გუნდის მიერ სერია A-ს ჩემპიონობის მოგების შანსებზე ისაუბრა.

„ამაზე მაშინ ვისაუბრებთ, როცა ეს მოხდება, რადგან ბოლო დღეს ტიტულები მომიგია და წამიგია. ისტორიას ისინი წერენ, ვინც იმარჯვებს. დანარჩენებს მხოლოდ მისი წაკითხვა შეუძლიათ“, - თქვა კონტემ DAZN-თან ინტერვიუში.

ამჟამად, ნეაპოლიტანელები სერია A-ს ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ, 35 მატჩის შემდეგ 77 ქულით. მეორე ადგილზე მყოფ მილანის „ინტერს“ ამდენივე თამაშის შემდეგ 74 ქულა აქვს. ორივე გუნდს 2024/2025 წლების იტალიის ჩემპიონატში სამი მატჩი დარჩა ჩასატარებელი. „ნაპოლი“ ბოლოს ჩემპიონი 2022/2023 წლების სეზონში გახდა.

„ინტერი“ კი სერია A-ს მოქმედი ჩემპიონია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095772