ფეხბურთი

1:35 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა

ბრატისლავის „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა 30-ე ტურში „ჟილინა“ 4:3 დაამარცხა და პირველ ადგილში ვერავინ შეეცილება.

კაშიას სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ყველა ტურნირზე მან 44 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

ქართველი მცველი მეოთხე სეზონია, რაც „სლოვანში“ თამაშობს და ზედიზედ მეოთხედ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი.

„სლოვანს“ 66 ქულა აქვს, უახლოეს მდევარ „ჟილინას“ 12 ქულით უსწრებს, რომელიც მას ვეღარ დაეწევა. ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო ტურში 10 მაისს, სტუმრად „პოდბრეჟოვას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167299