ფეხბურთი

11:00 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ისტორიას გამარჯვებული წერს, სხვებმა მაქსიმუმ ეს ისტორია წაიკითხონ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ლეჩესთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ისტორიის დაწერა მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი - გამარჯვებით:

„მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მიუხედავად იმისა, რომ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. მეშინოდა ამ თამაშის, „ლეჩემ“ „ატალანტასთან“ ფრე ითამაშა და ასევე იყო ადამიანის ტრაგედია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი. რთული სიტუაცია იყო. ვუსამძიმრებ „ლეჩეს“, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს.

ჩვენ, ჩვენი თამაში ვითამაშეთ, მოგება გვინდოდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, დადებითი სიგნალის გაგზავნა უნდა გაგვეგრძელებინა მთელი გარემოსთვის. ამაზე არავინ საუბრობს და არც ჩვენ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ნერეში ტრავმირებულია, ბონჯორნოც, ჟუან ჟეზუშიც და დღეს ლობოტკამაც ტრავმა მიიღო.

მნიშვნელოვანი ეტაპია, დამალვას არ ვაპირებ. თითქოს, ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ დღეს ცენტრალურ მცველად ოლივეირამ ითამაშა, ჩემს ხელში პირველად. თუმცა გუნდი ყველაფერს დადებითად პასუხობს, დიდი ერთიანობაა. ეს არის გუნდი, რომელიც საოცრად გაიზარდა იტალიის თასზე, „მოდენასთან“ სეზონში სადებიუტო მატჩის შემდეგ. ვიმეორებ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი.

ეს ჩემი კარიერის შედევრი იქნება? პასუხს გაგცემთ, როცა ჩემპიონები გავხდებით. ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ ისეთ რაღაცებზე, რაც არ არსებობს, ჩემმა კარიერამ მასწავლა: სკუდეტო მოვიგე და ასევე წავაგე ბოლო ტურში, ვინც იგებს ისტორიას წერს, სხვებმა მაქსიმუმ ეს ისტორია წაიკითხონ. მეორე ადგილზე რომ გავიდეთ, მაინც შესანიშნავი სეზონი გვექნება, მაგრამ ეს არავის ემახსოვრება. ისტორიის დაწერა მხოლოდ ერთი გზით შეიძლება: გამარჯვებით“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 77 ქულა აქვს, „ინტერს“ – 74. ბოლო სამ ტურში „ნაპოლი“ „ჯენოას“, „პარმას“ და „კალიარის“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.178603