რუმინეთის ჩემპიონატში ბაჩანა არაბულმა, რომელიც „უნირეას“ ღირსებას იცავს, გოლი გაიტანა.
„ბოტოშანთან“ საგარეო მატჩში არაბული მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, სამ წუთში გოლი გაიტანა, მაგრამ დარტყმის მომენტში თან ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ქართველმა ფორვარდმა რუმინულ გუნდში ჩატარებულ მეხუთე მატჩში მეორე გოლი გაიტანა.
„უნირეა“ 21 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 9 მაისს, „გლორიას“ შეხვდება.