„ბირმინგემ სიტი“ ინგლისის ლიგა 1-დან ჩემპიონშიფში დაბრუნდა, თანაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
„ბირმინგემმა“ ლიგა 1-ში 46 ტურში 34 გამარჯვებით, 9 ფრით და 3 მარცხით 111 ქულა დააგროვა, 84 გოლი გაიტანა და 31 გაუშვა.
111 ქულა მსოფლიო ფეხბურთში რეკორდია! სეზონის განმავლობაში ამდენი ქულა არავის დაუგროვებია. ძველი რეკორდი ეკუთვნოდა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ (2020-2021 წლების სეზონში) და „ტოკიო ვერდის“ (1994-1995 წლების სეზონში), რომლებმაც სეზონი 108 ქულით დაასრულეს.
ამრიგად, ერთწლიანი პაუზის შემდეგ „ბირმინგემ სიტი“ ჩემპიონშიფს დაუბრუნდა, თუმცა, იყო დრო, როცა პრემიერლიგის მუდმივი ბინადარიც გახლდათ.