ფეხბურთი

15:52 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმი ვარდიმ განმარტა, თუ რატომ გამოართვა მსაჯს სასტვენი

„ლესტერის“ ფეხბურთელი ჯეიმი ვარდი „საუთჰემპტონთან“ მატჩში ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან წაქცეულ მსაჯს სასტვენი გამოართვა და თამაში ორიგინალურად გააჩერა.

თუ რატომ მოიქცა ასე, ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ გააკეთა განმარტება:

„დავინახე, რომ „საუთჰემპტონი“ შეტევას აგრძელებდა, მსაჯი კი, ბალახზე იყო, სწორედ ამიტომ დავსტვინე, რომ თამაში შემეჩერებინა“, - თქვა ვარდიმ.

შეგახსენებთ, რომ მთავარი მსაჯი მოულოდნელად დაშავდა, რის გამოც შესაცვლელი გახდა და თამაშს მეოთხე არბიტრი გაუძღვა. „ლესტერმა“ „საუთჰემპტონი“ 2:0 დაამარცხა, თუმცა, ორივე გუნდი ჩემპიონშიფში უკვე გავარდნილია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.160167