იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემოლი“ საკუთარ მოედანზე რომის „ლაციოსთან“ 0:1 დამარცხდა.
პირველივე წუთზე ბულაიე დიამ გახსნა ანგარიში და მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩი წინ იყო, არაფერი შეცვლილა. „ემპოლის“ 38-ე წუთზე ლორენცო კოლომბო გაუძევეს და 10 ფეხბურთელით ითამაშა.
საბა გოგლიჩიძემ მხოლოდ პირველი ტაიმი დაჰყო მოედანზე და ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენებაზე კი შეცვალეს. როგორც მატჩის შემდეგ ემპოლელთა თავკაცმა რობერტო დ'ავერსამ თქვა, ქართველის შეცვლის მიზეზი სწორედ ყვითელი ბარათი იყო. ქართველ მცველს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 31 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა. სამჯერ მან იტალიის თასზეც ითამაშა.
„ემპოლის“ 8 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია - 23 მატჩი (აქედან სამი იტალიის თასზე), ხოლო კონკრეტულად სერია A-ში 20-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს - 6 ფრე, 14 წაგება. შედეგად, „ემპოლი“ 25 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 10 მაისს, „პარმას“ უმასპინძლებს.