ესპანეთის ლიგა ენდესაში „ტენერიფე“ „ჟირონას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 93:84 გაიმარჯვა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი, გიორგი შერმადინი იყო.
ქართველმა ცენტრმა 29 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 4-დან 4 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ზუსტად ისროლა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 იყო, რის შედეგადაც, მატჩის MVP-ის ტიტული ერგო.
„ტენერიფე“ 24 გამარჯვებით და 7 მარცხით ლიგა ენდესაში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 18 მაისს, „ფორსა ლეიდას“ სტუმრად შეხვდება.