ფეხბურთი

18:02 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" "სელტა" დაამარცხა და "ბარსელონა" კიდევ უფრო წინ არ გაუშვა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ ვიგოს „სელტა“ დაამარცხა და „ბარსელონას“ კიდევ უფრო წინ გაჭრის საშუალება არ მისცა.

„რეალმა“ პირველ ტაიმში არდა გიულერის შესანიშნავი გოლით შეძლო დაწინაურება, რასაც პირველი ნახევრის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში კილიან მბაპეს ორი გოლი მოჰყვა. თითქოს, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდს ნერვიულობა მაინც მოუწია.

76-ე წუთისთვის ვიგოელებმა ორი გოლი გაქვითეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. მიუხედავად ამისა, გალისიელებმა მეტი ვეღარ შეძლეს და მადრიდელებმა 3:2 გაიმარჯვეს.

„რეალი“ 75 ქულით მეორე ადგილზეა, „ბარსელონას“ 4 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი, 11 მაისს, „ელ კლასიკოა“.

0.094631
სარეკლამო ადგილი - 99
X x X