ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის გოლით გრაცის „შტურმმა“ სტუმრად „ლინცი“ 1:0 დაამარცხა.
„შტურმს“ ზედიზედ ორი მატჩი ჰქონდა წაგებული, შედეგად, საჩემპიონო რბოლაში მორიგი შეცდომის უფლება აღარ ჰქონდა. 48-ე წუთზე კიტემ გაიტანა გადამწყვეტი გოლი.
კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 13 გოლი აქვს გატანილი, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. მან ბუნდესლიგის 29 თამაშში 12 გოლი მიითვალა (ასევე, 4 საგოლე პასი), ხოლო ერთხელ თავი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა.
„შტურმი“ 36 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგას, ხოლო მომდევნო ტურში 9 მაისს, „ზალცბურგს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.