ფეხბურთი

21:50 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონი გახდა

გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ბაიერნი“ ჩემპიონი გახდა. მიუნხენელებმა გუშინ „ლაიფციგთან“ ვერ მოიგეს, მაგრამ ვინაიდან დღეს ვერც „ლევერკუზენმა“ გაიმარჯვა (2:2 „ფრაიბურგთან“), „რეკორდმაისტერი“ ჩემპიონია, რადგან გუნდებს შორის სხვაობა 8 ქულაა.

„ბაიერნი“ 34-ედ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტიტული დაიბრუნა. რაც მთავარია: ჰარი კეინმა კარიერაში პირველი ტიტული მოიგო, რაც უდავოდ აღსანიშნავი ფაქტია. ეს პირველი ჩემპიონობაა ვენსან კომპანისთვისაც.

„ბაიერნმა“ 32 ტურში 76 ქულა დააგროვა, 23 მატჩი მოიგო, 7-ჯერ ფრე ითამაშა და სულ რაღაც ორჯერ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090774