„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლანსთან“ მატჩის (1:2) შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, თამაში მათ ხელში იყო, მაგრამ შეცდომები დაუშვეს და საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს:
„ვფიქრობ, თამაში ჩვენს ხელში იყო. ორი გოლი გავუშვით, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო, განსაკუთრებით მეორე გოლი, სადაც სივრცეები ვერ დავხურეთ, ის 10 წამის განმავლობაში სრულიად მარტო იყო და დრო ჰქონდა დარტყმის მოსამზადებლად. გვქონდა შანსები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ეს რთულია, სახლში წაგებით იმედგაცრუებულები ვართ. „მონაკოსთან“ გამარჯვება აუცილებელია, ეს რთული იქნება, ჩვენ იქ 3 ქულის ასაღებად მივდივართ. აქ უნდა მოგვეგო, თუმცა ვერ მოვახერხეთ. გონს უნდა მოვუგოთ და მონაკოში გავიმარჯვოთ, ჯერ კიდევ ყველაფერი გასათამაშებელია“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი და 10-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 32 მატჩი, 11 გოლი და 6 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 11 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.
„ლიონი“ 54 ქულით მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი, მის წინ კიდევ ორი გუნდია, რომელიც ოთხეულისთვის იბრძვის. ასე რომ, პაულუ ფონსეკას გუნდის მდგომარეობა რთულია. „ლიონი“ მომდევნო ტურში 10 მაისს, სტუმრად „მონაკოს“ დაუპირისპირდება.