იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები, „ბოლონია“ და „იუვენტუსი“ დაზავდნენ.
მეცხრე წუთზე ტურინული გრანდი ხეფრენ ტურამის გოლთ დაწინაურდა, რასაც მასპინძლებმა უკვე მეორე ტაიმის მეცხრე წუთზე უპასუხეს რემო ფროილერის გოლით და მერე არაფერი შეცვლილა - 1:1. თამაშიდან გამომდინარე შედეგი სამართლიანია.
მეოთხე ადგილისთვის, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურია, სერია A-ში დიდი ბრძოლაა: „იუვენტუსს“, „რომას“, „ლაციოს“ 63-63 ქულა აქვთ, „ბოლონიას“ 62, ძალიან შორს არც „ფიორენტინაა“ – 59 ქულა.
მომდევნო ტურშიც „იუვეს“ პირდაპირ კონკურენტთან აქვს დუელი, „ლაციოს“ ესტუმრება, ხოლო „რომასაც“ არ ელის ადვილი პაექრობა - გასვლა „ატალანტასთან“, ხოლო „ბოლონია“ „მილანს“ ესტუმრება.