„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ „ტენერიფესთან“ მატჩის (1:1) შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილის სათამაშო პოზიციაზე ისაუბრა, რომელიც მეორე ტაიმში გარკვეული პერიოდით მარჯვენა ფლანგზე გამოიყენა.
„ვფიქრობდით, რომ შეგვეძლო სამკაციანი ხაზის შექმნა ორი ფლანგის მცველით. ამან საშუალება მოგვცა, მეტი ნახევარმცველი გვყოლოდა. ვფიქრობდი, რომ გიორგი უფრო შემტეცი მოთამაშეა და ასეთ სიტუაციაში სწორი იყო მისი გამოყენება ფლანგზე. გვინდოდა, ნახევარდაცვაში მეტი შემტევი ფეხბურთელი გვყოლოდა. გიოს კარგი ჩაწოდებაც აქვს და ერთგვარი იდეაც სწორედ ეს იყო“, - თქვა კალერომ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. „ლევანტე“ 67 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში სტუმრად ლიდერ „ელჩეს“ 10 მაისს შეხვდება.