"ფენერბაჰჩეს" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ბეშიქთაშთან" წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია გააკრიტიკა. პორტუგალიელის თქმით, ჩემპიონის ბედი სეზონის დასაწყისშივე იყო გადაწყვეტილი.
"რა მნიშვნელობა ჰქონდა, მოვიგებდით თუ არა, ყველაფერი სეზონის დაწყებამდე იყო გადაწყვეტილი, სადაც საჭიროა. ვგულისხმობ VAR-ისა და მსაჯების უაზრო და არასამართლიან გადაწყვეტილებებს გალათასარაის სასარგებლოდ. დავიღალე ამაზე საუბრით, მე ძალაუფლება არ მაქვს და სიმართლე ესაა." -განაცხადა მოურინიომ.
"ფენერბაჰჩემ" 32-ე ტურში საკუთარ მოედანზე "ბეშიქთაშთან" წაგების შემდეგ ჩემპიონობის შანსები ფაქტობრივად დაკარგა, მოურინიოს გუნდი "გალათასარაეს" ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 8 ქულით ჩამორჩება.