მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს, როგორც Gazzetta dello Sport- ი იტყობინება, "სამეფო კლუბი" ტეო ერნანდესის შეძენით დაინტერესდა.
იტალიური გამოცემის თქმით, მადრიდელები ფრანგ ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდნენ და დიდია შანსი ტეო ერნანდესი ყოფილ კლუბში დაბრუნდეს. როგორც უკვე ცნობილია, "მილანის" მესვეურები ფრანგს აღარ ენდობიან, მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში "პსვ"-თან ერნანდესმა სიმულაციის გამო წითელი ბარათი მიიღო და გუნდი დააღალატა.
ცნობისთვის, ერნანდესი "მილანმა" სწორედ მადრიდის "რეალიდან" იყიდა. ფრანგი ფეხბურთელი მადრიდში 2017-19 წლებში თამაშობდა.
ერნანდესს "მილანთან" ამჯამინდელი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში უმთავრდება და მისი სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 40 მილიონი ევროა.