კალათბურთი

12:10 | 5.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია შესაძლოა ესპანურ გრანდში გადავიდეს

საქართველოს ნაკრებისა და "ვირტუს ბოლონიას" კალათბურთელი თორნიკე შენგელია შესაძლოა ზაფხულში კატალონიის "ბარსელონაში" გადავიდეს.

აღნიშნულ ინფორმაციას, Sportando-ს ჟურნალისტის, ალესანდრო ლუიჯი მაჯი ავრცელებს. მისი თქმით, კატალონიურ კლუბს აღნიშნულ გარიგებაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და ქართველი კალათბურთელისთვის 3 წლიანი კონტრაქტიც მზად არის.

ცნობისთვის, შენგელიას ესპანეთში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, ქართველი 2008-2010 წლებში "ვალენსიას", ხოლო 2014-2020-ში "ბასკონიას" ღირსებას იცავდა.

თორნიკეს "ვირტუს ბოლონიასთან" ამჯამინდელი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და დიდა შანსი, ქართველი ახალი სეზონიდან ესპანურ გრანდში ვიხილოთ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092428