„ლივერპულის" მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კლუბს სეზონის ბოლოს ოფიციალურად დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ინგლისელმა ფეხბურთელმა დაადასტურა, რომელმაც სოციალური ქსელის საშუალებით "ლივერპულის" გულშემატკივარს მიმართა და დაემშვიდობა.
"ლივერპულში გატარებული 20 წლის შემდეგ დროა დავადასტურო, რომ ზაფხულში კლუბს დავტოვებ. ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც ცხოვრებაში მიმიღია. ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილია, 20 წლის განმავლობაში, აკადემიიდან დღემდე ყოველდღიურად, უამრავ სიყვარულს და სითბოს ვგრძნობდი, როგორც გულშემატკივრებისგან, ისე აქ მომუშავე თითოეული თანამშრომლისგან, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. აქ გატარებული ყოველი წამი მემახსოვრება და ეს კლუბი ყოველთვის ჩემს გულში იქნება." - დაწერა არნოლდმა.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი "ლივერპულის" აკადემიის აღზრდილია, მან ინგლისური კლუბის მაისურით 352 მატჩი ჩაატარა 23 გოლი გაიტანა და 92 საგოლე გადაცემა გააკეთა. ინგლისელმა ფეხბურთელმა "ლივერპულთან" ერთად პრემიერლიგის (2-ჯერ), ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, FA თასის, ინგლისის ლიგის თასის (2-ჯერ) და ინგლისის სუპერთასის მოგება შეძლო.