ყოფილმა ფეხბურთელმა ბიქსენტ ლიზარაზუმ პსჟ-ს ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა. ფრანგმა ხვიჩა კიდევ ერთხელ შეაქო, მისი თქმით,ის იდეალური თანაგუნდელია, რადგან დაცვაშიც და შეტევაშიც ერთნაირად ირჯება.
"არსენალთან განმეორებით შეხვედრაში დიდი როლი ნახევარდაცვას დაეკისრება, მათ შეუძლიათ ბურთის კონტროლი და თამაშის ტემპის კარნახი. ისინი საკმაოდ ბევრს დარბიან და მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ, დემბელე საპასუხო მატჩში არ იქნება, ვფიქრობ კვარაცხელიამ უნდა ითამაშოს შუაში, დუემ მარჯვნიდან, ხოლო ბარკოლამ მარცხნიდან. ამ ყველაფერთან ერთად პსჟ-ს ჰყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გუნდს მენტალურად აძლიერებს, ქართველი ფეხბურთელი ძაღლივით ბევრს დარბის და იდეალური თანაგუნდელია, რადგან როგორც შეტევაში, ისე დაცვაში ერთნაირად ირჯება." - განაცხადა ლიზარაზუმ.
ცნობისთვის, პსჟ-სა და "არსენალის" განმეორებითი შეხვედრა პარიზში 7 მაისს გაიმართება, გუნდებს შორის პირველი მატჩი პარიზელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა, შეხვედრაში ერთადერთი გოლი უსმან დემბელეს ანგარიშზეა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით ისარგებლა.