გუშინ კორი სენდჰეგენმა ბრაზილიელი დევისონ ფიგეირედო მე-2 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა და მერაბ დვალიშვილსა და შონ ო'მალის შორის გამარჯვებულთან ჩხუბი სურს.
"ვფიქრობ, სატიტულო ბრძოლა დავიმსახურე, ფიგეირედო მეორე რაუნდში დავაფინიშე და ვაჩვენე, რომ საუკეთესო ვარ. უმარმა მიცემული შანსი ვერ გამოიყენა, რაც შეეხება პიოტრ იანს, მან როგორც დვალიშვილთან, ისე ო'მალისთან წააგო. ამიტომ ვთვლი, რომ საჩემპიონო ქამარზე მე უნდა ვიჩხუბო." - განაცხადა სენდჰეგენმა
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას შონ ო'მალის წინააღმდეგ 7 ივნისს ჩაატარებს და მეორედ ეცდება საჩემპიონო ქამრის დაცვას. მერაბმა UFC-ის ქამარი სწორედ ო'მალის დამარცხების შემდეგ დაისაკუთრა.