ფეხბურთი

18:03 | 5.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

Kicker: "როდესაც "შტურმს" უჭირს, კიტეიშვილი ყოველთვის მზადაა"

გერმანულმა გამოცემა Kicker-მა ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელა.

მაგალითად, ტურის საუკეთესო დუეტად დასახელდა ოთარ კიტეიშვილი და მაქს ჯონსტონი. შოტლანდიელის პასით ქართველმა „ლინცის“ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

„შტურმის“ გულშემატკივრებს შეუძლიათ ამაზე დაყრდნობა: როდესაც სიტუაცია იძაბება, ყოველთვის არის ოთარ კიტეიშვილი, რომელიც გადამწყვეტი გოლით ინარჩუნებს „შტურმის“ ტიტულის შანსებს. ამჯერად ქართველმა გამარჯვების გოლი „ლინცის“ წინააღმდეგ გაიტანა, ხოლო მაქს ჯონსტონი მას პირველად არ დაეხმარა ასისტით. შოტლანდიელმა ფულბექმა ბუნდესლიგაში მეხუთე საგოლე გადაცემა შეასრულა - მესამე ოთარ კიტეიშვილის სასარგებლოდ“, - წერს გამოცემა.

ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 13 გოლი აქვს გატანილი, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. მან ბუნდესლიგის 29 თამაშში 12 გოლი მიითვალა (ასევე, 4 საგოლე პასი), ხოლო ერთხელ თავი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა.

„შტურმი“ 36 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგას, ხოლო მომდევნო ტურში 9 მაისს, „ზალცბურგს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. "შტურმს" ბოლო სამ ტურში 7 ქულაც ეყოფა, რომ ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნოს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163998