„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მის კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე იურგენ კლოპი იყო.
როგორც ესპანელმა აღნიშნა, კლოპი მისთვის თავის ტკივილს წარმოადგენდა:
„კლოპი ყოველთვის იყო ჩემი თავის ტკივილის მიზეზი. ასეთი მეტოქე არასდროს მყოლია. ბევრ დღე-ღამეს ვატარებდი ჩემს ტექნიკურ პერსონალთან ერთად და ვცდილობდი, გამეგო, როგორ შემეჩერებინა ის. იყო მომენტები, როცა მეგონა, რომ ეს შევძელი და მეორე დღეს განადგურებული ვიყავი“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპისა და პეპ გვარდიოლას პაექრობა ჯერ კიდევ გერმანიაში დაიწყო, როცა „დორტმუნდსა“ და „ბაიერნში“ მუშაობდნენ, ხოლო შემდეგ ის ინგლისში გაგრძელდა, „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ რიგებში.