„ბარსელონას“ ფეხბურთელმა რაფინიამ განაცხადა, რომ იტალიის ნაკრებში თამაშზე თანახმა იყო და იტალიის მოქალაქეობას იღებდა, მაგრამ პროცესი გაჭიანურდა, რის გამოც ეს ამბავი არ შედგა.
„მზად ვიყავი იტალიის ნაკრებში გამოძახებას დავთანხმებულიყავი, ევრო 2020-ზე უნდა მეთამაშა, რომელიც იტალიამ მოიგო. პრაქტიკულად ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ პასპორტის გამზადება დაგვიანდა. იტალიის ნაკრებიდან ყველა მირეკავდა, ჟორჟინიო ყოელდღე, იტალიელებს სურდათ ფანტასტიკურ პროექტში ჩემი ჩასმა, რომელიც მეც ძალიან მომწონდა. თუმცა, ამავე დროს, შინაგანად, 1% იმედი მქონდა, რომ ბრაზილიის ნაკრების მაისურს მოვირგებდი და საბედნიეროდ, იტალიურმა პასპორტმა დააგვიანა“, - თქვა რაფინიამ.
შეგახსენებთ, რომ რაფინიას ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი სწორედ 2021 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა.