ფეხბურთი

19:55 | 5.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბასტონი: "იამალი ერთ-ერთი საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია, თუ არა საუკეთესო"

მილანის „ინტერის“ მცველმა ალესანდრო ბასტონიმ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში მატჩში „ბარსელონასთან“ მატჩამდე ისაუბრა.

„აუცილებლად 110%-ით დავიხარჯებით, ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე ორი მატჩი გვაშორებს. ეს ყოველ წელს არ ხდება, გარედან თითქოს, ეს უმნიშვნელო შედეგია, მაგრამ ამ თამაშში მონაწილეობის დიდი სურვილი გვაქვს. ორი თამაში გვრჩება ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე, რაც სეზონის წინ ჩვენი მიზანი იყო. თუმცა, სეზონის დასაწყისში „ინტერი“ ფავორიტებში არავის შეჰყავდა, ამიტომ ვამაყობ, რომ აქამდე მოვედით.

პირველი მატჩი გავაანალიზეთ, ახლა განსხვავებული თამაში იქნება. პირველი მატჩიდან ვისწავლეთ, რამდენიმე ცუდი პასი გავაკეთეთ, როდესაც შეიძლებოდა გოლის გატანის შანსი შეგვექმნა.

ვფიქრობ, რომ დიახ, იამალი საუკეთესოა, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. მას ევროპის ჩემპიონატზეც შევხვდი და მაშინ ამ დონეზე არ იყო. შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამდენად გაუმჯობესდა. ბევრი საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ასაკის და რაღაცის შექმნის უნარის თვალსაზრისით, ის ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ არა საუკეთესო“, - თქვა ბასტონიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 6 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091971