ფეხბურთი

22:24 | 5.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ნახევარფინალით უნდა დავტკბეთ, ზეწოლა საჭირო არაა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, წნეხის ქვეშ თამაში საჭირო არაა და ნახევარფინალით უნდა დატკბნენ:

„არ მგონია, ფეხბურთელებზე ზეწოლა საჭირო იყოს. ორი ტიტული მოვიგეთ და სეზონის დასაწყისში არავინ იცოდა, რა გზას გავივლიდით. გვინდა სიამოვნება მივიღოთ და ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. ამ სეზონში ორი ტიტული უკვე მოვიგეთ, ყველა ფეხბურთელი იზრდება ასეთ მატჩებში, ფეხბურთელებზე ზეწოლა საჭირო არაა. საჭიროა ნახევარფინალით ტკბობა და თანაგუნდელებისთვის ჩვენება, თუ რამდენად კარგი ხარ.

პირველი მატჩი გავაანალიზეთ. თავი უკეთ უნდა დავიცვათ და შესაძლოა, ცვლილებებიც იყოს. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია. დაცვაში უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ, ისინი ძალიან ეფექტიანები და გამოცდილები არიან.

ლევანდოვსკი კარგადაა და სათადარიგო სკამზე დაჯდება. თუ საჭირო გახდება, თამაშში შემდეგ ჩაერთვება.

იამალი 17 წლის ასაკში უკვე გენიოსია, მაგრამ ჩემთვის მთავარი გუნდია, მინდა, რომ ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღონ. კუნდე და ბალდე ტრავმირებული არიან, მაგრამ ერიკ გარსიას, ექტორ ფორტს და არაუხოს თამაში შეუძლიათ, ისინი გუნდს დაეხმარებიან.

ფეხბურთელებმა ამ თამაშიდან სიამოვნება უნდა მიიღო. მინდა, რომ წნეხის გარეშე ითამაშონ. კარგი დინამიკაა, ფეხბურთელებს შორის კავშირს ვხედავ, ვფიქრობ, კარგად ვთამაშობთ და ეს უნდა ვაჩვენოთ.

„ინტერი“ სტანდარტულებზე სახიფათოა, ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ კუთხურები თავიდან ავირიდოთ. ვისაუბრეთ და ფეხბურთელებმა იციან, რა უნდა გააკეთონ“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 6 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097206