ფეხბურთი

23:00 | 5.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დანი ოლმო: "იამალთან თუ სამი ფეხბურთელი იქნება, სხვები თავისუფალი გვეყოლება და ეს კარგია"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა დანი ოლმომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერთან“ მატჩამდე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მიზანი გამარჯვებაა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოგება სურთ.

„ფუნდამენტური თამაშია, მოტივაცია მაქსიმალურია, როგორც ნახევარფინალში უნდა იყოს, რომელსაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება მოგვიტანოს. გამარჯვების დიდი სურვილი არსებობს.

კმაყოფილი ვარ, აქ გამარჯვებისთვის მოვედი. უკვე მოვიგეთ ორი ტიტული ოთხიდან, ორი რჩება და მიზანი ცხადია. იყო მომენტები, როცა კარგად არ ვიყავი, მინდა სტაბილურად თამაში და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. აწმყოზე ვარ კონცენტრირებული, მზად, მოტივირებული ვარ, რომ გუნდს დავეხმარო.

ვიცით, რომ მნიშვნელოვანი კვირაა, ამ მატჩის შემდეგ „კლასიკოც“ გვაქვს. პირველი მატჩი თანაბარი იყო, იყო სიტუაციები, როცა თავი უკეთ უნდა დაგვეცვა, მაგრამ ეს ხდება. ჩვენი მიზანია გამარჯვება და კარგი ფეხბურთის თამაში. სტადიონის ფაქტორი „ინტერს“ უპირატესობას აძლევს, მაგრამ „მეტროპოლიტანოსა“ და „ბერნაბეუზე“ გვითამაშია, სადაც მოგვიგია, ასეთ სტადიონზე თამაში მოტივაციაა, კარგი იქნებოდა, ყოველ წელს რომ გვქონდეს ეს შანსი. ყოველი თამაში გუნდური მუშაობით მოვიგეთ და ესაა მთავარი.

ვიცით, როგორი ფეხბურთელია იამალი, გუნდისთვის მნიშვნელოვანი. ისე ვემზადებით, როგორც ნებისმიერი მატჩისთვის. ის კარგადაა და მშვიდადაა: სურს, აჩვენოს, რატომაა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი. მასთან ორი მეტოქე ითამაშებს? ეს ნიშნავს, რომ სხვა იქნება თავისუფალი, ლამინმა დაამტკიცა, რომ შეუძლია, როგორც ერთი, ასევე, ორი-სამი ფეხბურთელის წინააღმდეგ და სხვები თავისუფალი გვეყოლება, ასე უკეთესი იქნება.

ფლიკი? ის არის მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებთან ძალიან ახლოსაა, პირდაპირ გვიხსნის, რისი გაკეთება სურს. თავისი სტილი აქვს, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი. მაქსიმუმს ვაკეთებთ, ამ ეტაპზე არ არსებობს ცვლილების მიზეზი, გვინდა, რომ ბოლომდე ყველა ერთად მივიდეთ“, - თქვა ოლმომ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 6 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092539