ფეხბურთი

23:59 | 5.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი: "ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი პედრია"

ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ტონი კროოსმა განაცხადა, რომ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი პედრია.

როგორც კროოსმა აღნიშნა, პედრი მოედანზე თანაგუნდელებს გამოსავალს სთავაზობს:

„თავის პოზიციაზე პედრი მსოფლიოში საუკეთესოდ შეიძლება მივიჩნიოთ. პედრი არის კლასიკური ფეხბურთელი, რომლის არყოფნასაც გრძნობ. ის არა მხოლოდ გოლებს იტანს და საგოლე პასებს აკეთებს, არამედ, მოედანზე გამოსავალს გთავაზობს“, - თქვა კროოსმა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093406