ფეხბურთი

11:56 | 6.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო „ბაიერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს

ლევერკუზენის „ბაიერი“ მადრიდის „რეალის“ 19-წლამდელთა მთავარ მწვრთნელ ალვარო არბელოას ჩაბი ალონსოს შესაძლო შემცვლელად განიხილავს, იტყობინება ჟურნალისტი მიგელ ანხელ დიასი COPE-ზე.

წყაროს ცნობით, „ფარმაცევტები“ 42 წლის ესპანელ სპეციალისტთან შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჩაბი ალონსო სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარლო ანჩელოტის შესაძლო გათავისუფლების შემდეგ ალონსომ შესაძლოა „ბაიერი“ დატოვოს და „რეალ მადრიდში“ გადავიდეს.

ამავდროულად, არბელოამ ასევე შეიძლება „რეალ მადრიდ კასტილია“ ჩაიბაროს, რომელსაც ამჟამად რაული წვრთნის. Marca-მ ამ შესაძლებლობის შესახებ შარშან ოქტომბერში დაწერა.

ალვარო არბელოა „რეალის“ 19-წლამდელთა გუნდს 2022 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. ეს არბელოას პირველი სამუშაოა მთავარი მწვრთნელის რანგში.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.086266