ფეხბურთი

13:42 | 6.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინმა კარიერაში თავის პირველ ტიტულზე ისაუბრა

მიუნხენის „ბაიერნის“ ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჟურნალისტებს თავისი პირველი ტიტულის შესახებ ემოციები გაუზიარა.

„რა ღამე იყო, რა ზეიმი, ფეხბურთელებთან და პერსონალთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ყველა ცოტათი გონებაარეულია, მაგრამ აი, აქ ვართ საუკეთესო ემოციებით.

თავს საოცრად ვგრძნობ, დიდი ხანია ამისთვის ვმუშაობთ. ცხადია, ეს შრომისმოყვარეობისა და დიდი თავდადების შედეგია. უბრალოდ სასიამოვნოა ტიტულის მოგება, პირველად ჩემს კარიერაში.

მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის. როგორც ყოველთვის, ეს არასდროს რჩება შეუმჩნეველი და მოუთმენლად ველი მომდევნო ორ კვირას. მოუთმენლად ველი შაბათს, „ალიანს არენაზე“ ყოფნისას და გულშემატკივრების წინაშე გამარჯვების აღნიშვნისას“, - ციტირებს ESPN კეინის სიტყვებს მის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჰარი კეინმა 29 მატჩი ჩაატარა, რომელებშიც 24 ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088496