„ბორნმუთისა“ და უკრაინის ნაკრების 22 წლის ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი საფრანგეთის ჩემპიონ „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესს კვლავ იწვევს, იტყობინება Sky Sport. ch.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ამ ზაფხულს პსჟ ღია იქნება 30 წლის გუნდის კაპიტნის, მარკინიოსის წასვლისთვის, რომლის ადგილისთვისაც კლუბმა უკვე განიხილა ორი პოტენციური ახალწვეული. ერთ-ერთი მათგანი ზაბარნია, მეორე კი 21 წლის ეკვადორელი ცენტრალური მცველი ჟოელ ორდონიესი „ბრიუგედან“.
ზაბარნის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში. Transfermarkt პორტალზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.