ფეხბურთი

16:54 | 6.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ჩემპიონობით კვარა ოქროს მედალს მიიღებს? რას ამბობს სერია A-ს რეგლამენტი

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში საფრანგეთის ჩემპიონი უკვე გახდა, მაგრამ ვინაიდან სეზონის პირველი წრე „ნაპოლიში“ გაატარა და ანტონიო კონტეს გუნდიც ახლოსაა იტალიის ჩემპიონობასთან, შეიძლება მან სეზონში ორივე ქვეყნის ჩემპიონატი მოიგოს.

თუმცა, ეს სულაც არაა გადაწყვეტილი: დავიწყოთ იქიდან, რომ „ნაპოლის“ ჯერ არ მოუგია სკუდეტო, თუმცა, მიზანთან ახლოსაა: სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე სამი ქულით უსწრებს „ინტერს“, კალენდარიც ადვილი აქვს, რადგან „ჯენოას“ და „კალიარის“ უნდა უმასპინძლოს, ხოლო სტუმრად „პარმას“ შეხვდება.

ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ წრეში „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 17 მატჩში (1187 წუთი) 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. შესაბამისად, ნეაპოლელთა დაგროვებულ ქულებში მას არცთუ უმნიშვნელო წვლილი მიუძღვის.

თუმცა, „ნაპოლის“ ჩემპიონობა არ ნიშნავს ავტომატურად კვარას გაჩემპიონებასაც, რადგან იტალიაში მოქმედი წესით, ოქროს მედალი მხოლოდ იმ ფეხბურთელებს ერგებათ, რომლებიც ჩემპიონობის მომენტში არიან დარეგისტრირებული. შესაბამისად, ყველაფერი დამოკიდებულია „ნაპოლიზე“, რომელიც თუ კვარას დაარეგისტრირებს, ოქროს მედალიც ერგება ქართველს, სხვა შემთხვევაში კი - არა. ასე რომ, ყველაფერი „ნაპოლის“ გადასაწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ გარდა ამისა, ხვიჩა კვარაცხელიას შანსი აქვს მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, სადაც პსჟ ნახევარფინალშია გასული და საფრანგეთის თასი, სადაც ფინალში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168251