ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ „ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს ჩემპიონობა უფრო ხმაურიანი შედეგი იქნება, ვიდრე ლუჩანო სპალეტის იყო.
კასანოს აზრით, სპალეტის განკარგულებაში უფრო ძლიერი შემადგენლობა იყო, ვიდრე კონტეს ჰყავს:
„კონტე „ნაპოლიში“ რაღაც სტრატოსფერულს აკეთებს. სპალეტის ძლიერი გუნდი ჰყავდა და მან კიდევ უფრო გააძლიერა, მაგრამ კონტეს „ნაპოლის“ შემთხვევაში, იანვარში გუნდიდან საუკეთესო ფეხბურთელი [კვარაცხელია] წავიდა, რომლის შემცვლელი არ უყიდიათ. კვარა ნერეშს უნდა შეეცვალა, რომელმაც ტრავმის გამო ორი თვე გამოტოვა. ამიტომ, კონტე სპალეტის სასწაულსაც სცდება“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ნაპოლი“ „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს, დარჩენილი მატჩები კი, „ჯენოას“, „პარმას“ და „კალიარის“ წინააღმდეგ ელოდება.